სომხეთში COVID-19-ის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 547 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 208 520-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 878 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 19 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 187 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 176 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 935 427 ტესტია ჩატარებული.