სომხეთში COVID-19-ის 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 621 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 244 602-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 904 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 12 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 228 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 800 ამ დრომდე მკურნალობს.