სომხეთში COVID-19-ის 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 667 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 209 485-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 919 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 24 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 189 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 896 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 942 001 ტესტია ჩატარებული.