სომხეთში COVID-19-ის 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 881 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 211 399-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 969 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 25 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 191 158 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 281 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 951 500 ტესტია ჩატარებული.