სომხეთში COVID-19-ის 939 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 939 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 255 648 -ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 5200 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 19 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1197 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 237 855 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 396 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 669 977 ტესტია ჩატარებული.