სომხეთში COVID-19-ის 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 961 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 207 103-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 835 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 18 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 969 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 186 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 099 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 926 293 ტესტია ჩატარებული.