სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 817-ს აღწევს

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 596 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 817-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 183 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 3513 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 69-ს შეადგენს.

ამჟამად 8052 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 65 161 ადამიანს ჩაუტარდა.