სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 386-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 113 ადამიანს დაუდასტურდა გარდაცვლილია კიდევ 2 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 386-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 1 035 პაციენტი, 35 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 1 312 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 24 177 ტესტი ჩატარდა.