სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 112 ადამიანს დაუდასტურდა გარდაცვლილია კიდევ 1 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 619-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 40 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 1462 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 25 846 ტესტი ჩატარდა.