სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3029-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 145 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3029-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 43 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ერთი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

გამოჯანმთელდა 1218 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 1758 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 29 205 ტესტი ჩატარდა.