სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 37 629-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 239 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 37 629-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 719 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 223 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

27 357 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 330 პირი კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 158 527 ტესტი ჩატარდა.