სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 37 937-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 308 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 37 937-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 723 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 4 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 225 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

27 824 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 165 პირი კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 160 380 ტესტი ჩატარდა.