სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 050-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 209 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 39 050-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 754 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 228 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

29 750 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 318 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 166 701 ტესტი ჩატარდა.