სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 819-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 233 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 39 819-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 772 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 228 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

31 556 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 263 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 171 600 ტესტი ჩატარდა.