სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 283-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 184 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 283-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 55 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი გასული დღე-ღამის განმავლობაში. გამოჯანმთელდა სულ 1700-მდე პაციენტი.

სომხეთში საგანგებო მდგოამრეობა 16 მარტიდან მოქმედებს და მთავრობის გადაწყვეტილებით 13 ივნისამდე გაგრძელდება.