სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 185-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 200 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 40 185-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 785 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 228 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

32,395 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 777 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 173 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.