სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 794-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 201 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 40 794-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 806 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 234 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

33 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 262 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 17 9032 ტესტი ჩატარდა.