სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 41 299-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 276 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 41 299-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 814 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 239 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

34 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6079 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 181 962 ტესტი ჩატარდა.