სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 41 495-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 196 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 41 495-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 817 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 242 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

34 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 952 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 182 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.