სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 41 701-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 38 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 41 701-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 824 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 244 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

34 655 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5978 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 185 594 ტესტი ჩატარდა.