სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 43 451-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 181 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 43 451-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 869 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 266 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 37 264-პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 052 კვლავ მკურნალობას გადის.