სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 43 878-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 43 878-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 881 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 268 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 38 356 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 373 კვლავ მკურნალობას გადის.