სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 46 199-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 46 199-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 920 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 1 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 283 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 41 941 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 975 კვლავ მკურნალობას გადის.