სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 271-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 230 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 271-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 67 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომლების სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, 27-ს შეადგენს. გამოჯანმთელდა 2 419 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 2 758 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 44 071 ადამიანს ჩაუტარდა.