სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 113-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 452 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 7 113-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 87 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომლების სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, 39-ს შეადგენს. გამოჯანმთელდა 3145 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 3842 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 51 594 ადამიანს ჩაუტარდა.