სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 7774-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 372 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 7774-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 98 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომლების სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, 44-ს შეადგენს. გამოჯანმთელდა 3255 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 4377 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 53678 ადამიანს ჩაუტარდა.