სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 282-ს აღწევს

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 355 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 282-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 131 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 გასული დღე-ღამის განმავლობაში. გამოჯანმთელდა 3 386 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 5 765 ადამიანი გადის, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.