სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 937-ს მიაღწია

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 16 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 937-ს მიაღწია. საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 777 პაციენტი.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 149 პაციენტი, 11 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 აპრილამდე მოქმედებს.