სომხეთში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით 142 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 142 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 860-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 49 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმთელდა 1572 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 2 218 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 36 016 ადამიანს ჩაუტარდა.