სომხეთში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით 79 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 79 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3392-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმთელდა 1359 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 1970 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 32561 ადამიანს ჩაუტარდა.