სომხეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 34 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 221 982-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 394 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 211 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 138 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 062 006 ტესტია ჩატარებული.