სომხეთში კორონავირუსით 2 თვის ბავშვი დაინფიცირდა - განახლებულია

სომხეთში კორონავირუსით 2 თვის ბავშვი დაინფიცირდა, თუმცა დაავადების სიმპტომები მას არ აღენიშნება, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტონოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვის დედას ორი კვირის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა ორივე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. 

10:33

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 329-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნული.

"სომხეთში კორონავირუსის 329 შემთხვევაა დადასტურებული. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა", - აღნიშნულია განცხადებაში.