სომხეთში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკაგოსიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი 89 წლის იყო და მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა.
12:49
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 571-ს მიაღწია. დაავადებული პაციენტებიდან 31 განიკურნა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანი დაიღუპა.
სომხეთში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.