სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 523-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 50 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 523-ს მიაღწია.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 659 პაციენტი, 24 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 840 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 15 960 ტესტი ჩატარდა.