სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,677-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 81 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 677-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 803 პაციენტი, 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 846 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 17 342 ტესტი ჩატარდა.