სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1596-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 73 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 728 პაციენტი, 27 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 841 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 16 551 ტესტი ჩატარდა.