სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1867-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 59 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1867-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 866 პაციენტი, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 971 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 19 296 ტესტი ჩატარდა.