სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 039-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 26 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 039-ს მიაღწია. საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 814 პაციენტი.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 211 პაციენტი, 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 აპრილამდე მოქმედებს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება უკვე კონტროლიდან გამოვიდა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ საგანაგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება.