სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 111-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 44 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 111-ს მიაღწია.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 797 პაციენტი, 17 ადამიანი გარდაიცვალა.