სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 482-მდე გაიზარდა

ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 482 შემთხვევაა დადასტურებული. მონაცემები ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 58 შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფიცირებულ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ცენტრის მონაცემებით, 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. მკურნალობას 449 პაციენტი გადის.