სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 966-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 29 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 966-ს მიაღწია. საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 780 პაციენტი.

სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 173 პაციენტი, 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 აპრილამდე მოქმედებს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება უკვე კონტროლიდან გამოვიდა.