სომხეთში კორონავირუსით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში COVID-19-ით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცი 68 წლის იყო და მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 833 ფაქტი დაფიქსირდა.