სომხეთში პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა

სომხეთში, ტავუშის ოლქში, პოლიციის განყოფილების შენობასთან აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად დაზიანდა პოლიციის შენობა. 

შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია  ყუმბარის დეტალები. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.