სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სომხეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გაახანგრძლივა.

"16 მარტს გამოცხადებული და 13 ივნისამდე გაგრძელებული, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გახანგრძლივდება, 13 ივლისის 17.00 საათამდე", - განაცხადა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 612 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 281-ს მიაღწია.