სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 12 აგვისტომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკვე რიგით მეოთხე გახანგრძლივებაა.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს გამოცხადდა და სამჯერ, 13 ივლისამდე გახანგრძლივდა.