სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

სომხეთში, მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპული სამხედროების გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 19 დეკემბერს სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართება. სამგლოვიარო პროცესს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.

ამას გარდა, დღეს დამოუკიდებელი მსვლელობის ჩატარებას ოპოზიციის მომხრეებიც გეგმავენ. ოპოზიცია ომში დამარცხებისა და სამხედროების დაღუპვის გამო პასუხისმგებლობას ფაშინიანს აკისრებს. ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი პრემიერ-მინისტრს სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ.