სომხური დივერსიული ჯგუფის წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდნენ

8 ივნისს, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, ქალაქ ლაჩინში, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფის წევრები შეიჭრნენ. 

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, სომხური დივერსიული ჯგუფის წევრებმა არახელსაყრელი ამინდით ისარგებლეს და ახალი ნაღმების დაყენების მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდნენ. 

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, სხვებმა კი უკან დაიხიეს და აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვეს.