Space X-მა რაკეტის Falcon 9-ის გაშვება წუთნახევრით ადრე გააუქმა

რაკეტის Falcon 9-ის გაშვება, რომელშიც 60 Starlink მიკროსატელიტი იყო განთავსებული, Space X-მა 1 წუთით და 24 წამით ადრე გააუქმა. გაშვების გაუქმების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ფლორიდაში, კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან რაკეტის გაშვება აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 20:37 საათზე იყო დაგეგმილი. ცნობილია, რომ შემდეგი მცდელობა არაუგვიანეს ერთი დღის შემდეგ განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე კომპლექსიდან კომპანიამ SpaceX-მა 60 თანამგზავრი Starlink გაუშვა.

მომავალში SpaceX აპირებს განათავსოს, ამ ტიპის 12,000 კოსმოსური ხომალდის ორბიტული თანავარსკვლავედი, რათა  შექმნას სრულმასშტაბიანი ქსელი, რომელიც დედამიწაზე მაცხოვრებლებს შესთავაზებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.