SpaceX Crew-3-ის მისიას კოსმოსურ სადგურზე ახალი ასტრონავტი შეუერთდა

NASA- ს პრესსამსახურის განცხადებით, ასტრონავტი კაილა ბარონი NASA-ს SpaceX Crew-3 მისიას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეუერთდება. ინფორმაციას NASA ავრცელებს.

NASA-მ კაილა ბარონი SpaceX Crew-3 მისიის სპეციალისტად დანიშნა, რომლის დაწყება დაგეგმილია 2021 წლის 23 ოქტომბერს.

ბარონი შეუერთდება NASA-ს ასტრონავტებს რაჯა ჩარის, თომას მარშბერნისა და მათიას მაურერს.

Crew-3 მისია ჩაანაცვლებს Crew-2-ის ასტრონავტებს, რომლებიც სადგურზე Crew Dragon კოსმოსური ხომალდით 24 აპრილს ჩავიდნენ. Crew-3-ის ოთხი ასტრონავტი სადგურზე ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.