SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-3 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ინფორმაციას NASA ავრცელებს.

Crew Dragon-3-ის ეკიპაჟში შედიან NASA-ს ასტრონავტები რაჯა ჩარი (მისიის მეთაური), ტომ მარშბერნი (პილოტი) და კაილა ბერონი, ასევე ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტი მათიას მაურერი.

ასტრონავტები სადგურზე 2022 წლის აპრილამდე იმუშავებენ.